თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო ტრენდები მკვეთრად იცვლება და ცათამბჯენების ფონზე, უპირატესობა ბუტიკური ტიპის, დაბალ განაშენიანებას ენიჭება.

5-სართულიანი ექსკლუზიური კომპლექსები, როგორიც Solvaré Residence-ია, ხასიათდება ბაზარზე მკვეთრად დაბალი კონკურენციითა და დეფიციტურობით, რაც ავტომატურად ზრდის მათ ლიკვიდურობასა და ღირებულებას დროთა განმავლობაში.

პრემიუმ სეგმენტის დამსვენებლები და ბიზნეს-მოგზაურები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს ხმაურიან და გადატვირთულ კორპუსებს და მზად არიან გადაიხადონ გაცილებით მაღალი საიჯარო ფასი სიმშვიდის, სიმყუდროვისა და ეკსლუზიური სერვისის სანაცვლოდ.

ინვესტორისთვის ეს ნიშნავს ბინის მარტივ და უწყვეტ გაქირავებას და კაპიტალის ამონაგების (ROI) გაცილებით სწრაფ ტემპს, ვინაიდან დაბალსართულიან, ლიმიტირებულ რეზიდენციებზე მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებს ბაზარზე არსებულ მიწოდებას.