Solvare
Residence
საერთაშორისო გამოცდილებით შექმნილი, ბუტიკური ტიპის დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში, ზღვასთან, ახალ ბულვართან და აეროპორტთან ახლოს. Solvare Residence , სადაც ფუნქციური დაგეგმარება, მაღალი ხარისხის მასალები და ბუნებასთან ჰარმონია ერთიანდება
Solvare Residence
Solvare Residence 2024 წელს დაფუძნებული დეველოპერული კომპანიაა, რომლის მიზანია თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების შექმნა დახვეწილი არქიტექტურით, მაღალი ხარისხის მასალებითა და გააზრებული სივრცეებით.
Solvaré Residence — ეს არის საერთაშორისო კოლაბორაცია, რომელიც საქართველოს, ისრაელისა და საფრანგეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. ჩვენს ზურგს უკან დგას წამყვანი არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების მრავალწლიანი გამოცდილება, რამაც საშუალება მოგვცა ბათუმში მშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი დაგვეწყო. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი თავისი საქმის ექსპერტია, რაც გარანტიას აძლევს პროექტის თითოეულ დეტალს — ფუნდამენტის მდგრადობიდან ექსკლუზიურ არქიტექტურულ გადაწყვეტამდე. ჩვენ ვაერთიანებთ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკას, რათა შევქმნათ მყარი, სანდო და უმაღლესი კლასის ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები.
ჩვენი პროექტები ბათუმის პერსპექტიულ ლოკაციებზე ხორციელდება, სადაც ქალაქის ზრდა და ინფრასტრუქტურის განვითარება თვალშისაცემია და აქ ცხოვრება უფრო მეტად კომფორტულია.
ვაშენებთ დაბალი განაშენიანების, ბუტიკურ შენობებს, ვქმნით მყუდრო და წყნარ გარემოს, სადაც თითოეული დეტალი ადამიანის საჭიროებებზეა გათვლილი. ამ დროისთვის ჩვენი კომპანიის სახელზე უკვე ირიცხება 2 დასრულებული და 1 მიმდინარე პროექტი.
შევქმნათ კომფორტული და ხარისხიანი საცხოვრებელი სივრცეები უკეთესი ცხოვრებისათვის, სადაც დახვეწილი არქიტექტურა, ფუნქციური დაგეგმარება და ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებები ერთიანდება.
ჩვენ გვჯერა, რომ კარგი საცხოვრებელი მხოლოდ შენობა არ არის. ეს არის სწორად შერჩეული ადგილი, გააზრებული სივრცე და ხარისხი.
გავხდეთ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების განვითარების სანდო და გამორჩეული ბრენდი, რომელიც ქმნის ხარისხიან პროექტებს ბათუმის განვითარებად ლოკაციებზე და გრძელვადიან ღირებულებას როგორც ადამიანებისთვის, ისე ქალაქისთვის.
პროექტები
მიმდინარე
Solvare Residence
ბუტიკური ცხოვრების ახალი ფორმატი ბათუმში
დასრულებული
დასრულებული
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმართულება
აჭარის რეგიონი და მისი ცენტრი - ბათუმი, დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად მზარდ და მიმზიდველ მიმართულებად თვლება. საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზი ბათუმს ცხოვრებისთვის უნიკალურ ადგილად აქცევს. ლიბერალური ბიზნეს-გარემო კი ახალ შესაძლებლობებს უხსნის ყველას, ვინც გრძელვადიან ღირებულებას ეძებს.
World Travel Awards-ის მიერ არაერთგზის აღიარება და საერთაშორისო ბრენდების მზარდი ინტერესი ადასტურებს, რომ ბათუმი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ საზღვაო კურორტის ჩარჩოებს და ჩამოყალიბდა დასავლური ტიპის ურბანულ ცენტრად.
ზღვისა და მთის უნიკალური სინთეზი ბათუმს გამორჩეულ ოთხსეზონიან კურორტად აქცევს, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მიმზიდველია
ეს ბუნებრივი მოცემულობა უძრავ ქონებაზე მუდმივ მოთხოვნას განაპირობებს და ინვესტიციას სეზონურობისგან დაცულ, სტაბილურ აქტივად აქცევს
უსაფრთხოება
საქართველო წლებია იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიო რეიტინგებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა საცხოვრებლად და ბიზნესისთვის.
სწრაფი რეგისტრაცია
უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები გამჭვირვალე და უსწრაფესია, რაც კაპიტალის დაბანდებას მარტივს ხდის.
ლიბერალური გადასახადები
დაბალი, გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა ხელს უწყობს გრძელვადიან, სტაბილურ ინვესტიციას.
ახალი ბულვარი - ქალაქის სწრაფად განვითარებადი ზოლი, ზღვასა და საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვით - ის ლოკაციაა, სადაც Solvaré-ს ბუტიკური კონცეფცია ხორციელდება. ადგილი, სადაც ცხოვრების მაღალი ხარისხი გრძელვადიან და სტაბილურ საინვესტიციო ღირებულებას ქმნის.
სიახლეები
საინვესტიციო პერსპექტივა: ბათუმის ახალი ბულვარი გლობალურ ყურადღებას იპყრობს
ბათუმის ახალი ბულვარის ზონა დღეს შავი ზღვისპირეთის ყველაზე დინამიკურ და მაღალრენტაბელურ საინვესტიციო ლოკაციად მიიჩნევა.
ვრცლადბუტიკური ფორმატის უპირატესობა: რატომ ამჯობინებენ ინვესტორები დაბალ განაშენიანებას?
თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო ტრენდები მკვეთრად იცვლება და ცათამბჯენების ფონზე, უპირატესობა ბუტიკური ტიპის, დაბალ განაშენიანებას ენიჭება.
ვრცლადოთხი სეზონის მიზიდულობა: ბათუმი სცდება სეზონური კურორტის ჩარჩოებს
ბათუმისა და აჭარის რეგიონის უნიკალურობა მის უწყვეტ, ოთხსეზონიან საინვესტიციო აქტუალობაში მდგომარეობს, რაც უძრავი ქონების მფლობელებს სეზონურობასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს სრულად უმცირებს.
ვრცლად